ვიცე-პრემიერი კახი კალაძე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებას უარყოფს. ამის შესახებ კალაძემ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„კოალიციაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა ჩვენ ოპონენტებს უნდათ რომ კოალიციაში იყოს დაპირისპირება, მაგრამ ეს ასე არ არის“, - აცხადებს კალაძე.
კალაძემ განცხადება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობაზეც გააკეთა. მისი თქმით, ის დამოკიდებულება რაც ამ ორ ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბდა „მინისტრებისთვისაც რთულია“.
„რაც შეეხება პრზიდენტთან ურთიერთობას, ის დამოკიდებულება რაც ჩამოყალიბდა პრეზიდნტს და მთავრობას შორის ჩვენთვისაც, მინისტრებისთვისაც რთულია. მიჭირს კონრეტულად პასუხის გაცემა თუ რის გამო მოხდა ეს, თუმცა როდესაც მოვედით ხელისუფლებაში გიორგი მარგველაშვილი ჩვენი გუნდის მიერ იქნა დაყენებული როგორც პრეზიდენტის კანდიდატად. გვახსოვს მთელი საარჩევნო კამპანიის დროს მას ბატონ ბიძინა ბავშვივით დაატარებდა, რომ მისთვის ხმა მიეცა“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






