პირადად ვთხოვე გიორგის ეს გაეთვალისწინებინა - რაზე უთხრა უარი პრეზიდენტმა კახი კალაძეს
პოლიტიკა - 20:41, 15 Sep, 2014     4140

ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ინფორმაციით, მასსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა. საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასთან“ ინტერვიუში კალაძე იხსნებს, რომ ერთ-ერთი ასეთი კომუნიკაციის დროს გიორგი მარგველაშვილმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა.

„პირადად მე რამოდენიმეჯერ მქონდა კომუნიკაცია. იყო მარეგულირებელ კომისიაში გათავისუფლდა ერთი ადგილი. იქ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს კანდიდატი მთავრობას.მოგეხსენებათ, მარეგულირებელი კომისია ენერგეტიკის დარგის განვიტარებისთის მნიშვნელოვანია. ამიტომ, სწორი პიროვნების შერჩევა მნიშვნელოვანი იყო. ამასთან დაკავშირებით, პირადად მე დავუკავშირდი გიორგი და ვთხოვე, გაეთვალისწინებინა პიროვნება, ვინც ჩვენი მხრიდან იქნებოდა შეთავაზებული, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, - აცხადებს კალაძე.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კახი კალაძეს პრემიერთან ურთიერთობა დაეძაბა, კალაძე უარყოფს.

„რაც შეეხება ღარიბაშვილთან დაპირისპირებას არის სიცრუე. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ არსებობს ჯგუფები ვინ ამ მიმართულებით მუშაობენ. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში შეიტანონ აზრი, რომ ჩემსა და ირაკლი შორის დაპირისპირებაა. ყველა ადამიანი გაშიფრულია, ვინც ამას ახორიცელებდა, თუმცა მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. ამ ადამიანებს ვურჩევ, რომ ქვეყანას და საქმეს მიხედონ“, - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42