პრეზიდენტი ქობულეთის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 18:52, 15 Sep, 2014     1195

საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მივესალმები დღეს, ქობულეთში, ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყებას.

ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქენი ვართ, ერთნაირად ვესწრაფით მშვიდობიან თანაცხოვრებას და ნათელ მომავალს საკუთარი შვილებისთვის. და იმისათვის, რომ ასეთ მომავალს საფრთხე არ დაემუქროს, უდავოა: რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი ცხოვრებისეული თუ სამოქალაქო პოზიციები, გონივრულ კომპრომისს, ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია.

ვფიქრობ, დღეს ორივე მხარემ გადადგა ისეთი ნაბიჯი, როგორიც ეკადრება ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, დიდ კულტურას, რომლის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა ერთ გოჯ მიწაზე აგებული მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა.

თითოეულ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა, გააგრძელოს ეს ტრადიციები, გააძლიეროს ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ისტორია შექმნა, პატივი სცეს წინაპართა ნათელ ხსოვნას, რათა საქართველო მარად იყოს ისეთი, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: „მშვიდობის-მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42