მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზე განცხადება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ელჩების შეფასებით, საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუტი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინსტიტუტმა იმუშაოს.
„ლიტვას ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერის ადმინისტრაციასთან. ვფიქრობ, რომ მთავრობის შიგნით პრობლემები არ არსებობს. ვუისურვებ საქართველოს, რომ ჰქონდეს დებატები, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ბუნებრივია“, - აცხადებს ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა.
აღნიშნულთან დაკაშირებით კომენტარი საქართველოში შვეიცარიის ელჩმაც გაააკეთა .
„ვფიქრობ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არის ახალი ინსტიტუტები, კონსტიტუცია, ან ადგილი აქვს სისტემის ცვლილებას, იქნება დებატებიც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქცინირებს განსხვავებული ინსტიტუტები. საქართველოში თქვენ გაქვთ პრეზიდენტი, პრემიერისა და პარლამენტის ინსტიტუტები. ჩემი აზრით ეს დემოკრატიის ნაწილია“, - შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა.
მასალის გამოყენების პირობები






