ივანიშვილს მოსწონს ჟურნალისტები მის საუბარს ამხელა მნიშვნელობას რომ ანიჭებენ - შარაშენიძე
პოლიტიკა - 17:28, 15 Sep, 2014     2447

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში შეაფასა.

როგორც ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა „რუსთავი 2“ „ნაციონალების“ იდეოლოგიის დანერგვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სხვა არხები „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებს აჟიტირებას უწევენ.

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მედია თავისუფალი ბაზარია.

"მედია არის თავისუფალი ბაზარი, ჟურნალისტები ეთიკის ფარგლებში მოქმედებენ და ეს რეგულირდება თავისუფალი ბაზრით, შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, ან მოსწონდეს...თუ ვეთანხმებით ამ პრინციპებს, რომ ყველაფერი არის თავისუფალი ბაზარი და დემოკრატია ამით იმართება სახელმწიფო, მაშინ ჩვენი კრიტიკა დარჩება ჩვენს კრიტიკად საბოლოო ჯამში, ვიღაცამ ეს კრიტიკა შეიძლება გაიზიაროს, შეიძლება არ გაიზაროს. მთავრობის წევრები ბუნებრივია გაიზიარებენ, მაგალითად, კალაძემ მაშინვე გაიზიარა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის აპრიორი და დაუწერელი კანონი რასაც ამ ეტაპზე მოქალაქე იტყვის“,- აღნიშნა შარაშენიძემ.

კითხვაზე, ჟურნალისტების მხრიდან ხომ არ ხდება ბიძინა ივანიშვილის, როგორც მოქალაქის მიმართ, მისი და მისი ინტერვიუების ზედმეტად აპელირება, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი რეგულირდება იმით თუ რა აინტერესებს საზოგადოებას, შესაბამისად, შარაშენიძის თქმით, მედია სწორად მიყვება პრინციპებს.

„ჟურნალისტები ხვდებიან ძალიან კარგად, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ნათქვამი იქნება ყურადღებით განხილული და ხალხი ამას აიტაცებს, წაიკითხავს და უყურებს. ამიტომ ჟურნალისტების მხრიდან ეს ყურადღება გაზვიადებული არ არის. მე მგონია რომ ივანიშვილს მოსწონს, რომ მის საუბარს ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ჟურნალისტები. ამ შემთხვევაში მას მედიის მუშაობა მოსწონს, ანუ ყველაფერი რეგულირდება იმით თუ რა აინტერესებს საზოგადოებას. მედია მიყვება სწორედ ამ პრინციპებს, იმის მიხედვით აკეთებს „ნიუსს“ რაც აინტერესებს საზოგადოებას, მათ შორის ივანიშვილის ინტერვიუს. ფორმალურად მას არანაირი თანამდებობა არ უკავია, ამ ინტერვიუს შეიძლება საერთოდ არავინ არ უნდა უშვებდეს - ვალდებული არავინ არ არის, მაგრამ უშვებს ზოგიერთი მედიასაშუალება, იმიტომ რომ ხვდება რომ ეს რეალუად ინტერესს გამოწვევს", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

შარაშენიძემ ყოფილი პრემიერის კიდევ ერთი რეპლიკა შეაფასა.

„საკმაოდ ბევრი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია დღეს ოპოზიციაში, რომლებიც ძალიან ცუდად წარმოაჩენენ რეალობას. ამას აღრმავებს ის ჯგუფი, რომელიც თავის თავს ექსპერტს ეძახის. იმის გამო, რომ მათში ბევრი არაპროფესიონალი და არაკეთილსინდისიერია, არასწორად ხატავენ რეალობას. - ივანიშვილი (ამონარიდი ინტერვიუდან)

„რა ნიშნით ყოფს ივანიშვილი ექსპერტებს არ ვიცი, მაგრამ თუ არაკეთილსინდისიერში გულისხმობს იმას ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაშინ შევახსენებ მისსავე ნათქვამს რომ: „ის ვინც შენ გაკრიტიკებს, ის არის ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი“, თუ იმ ექსპერტებს გულისხმობს, ვინც მთავრობას აკრიტიკებს, ვფიქრობ რომ კრიტიკა მან უნდა მიიღოს კონსტრუქციულად. თუ რა თქმა უნდა კრიტიკა არ ცდება ეთიკის საზღვრებს“,- აღნიშნა შარაშენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42