საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება.
ნორლანდი მოუწოდებს ყველას, ვისაც არ ქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ამ განცხადებას, ეხლა გაეცნოს.
"ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, რაც აისახება მთელ რიგ სხვადასხვა ფაქტორში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დაპატიჟა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რათა მონაწილეობა მიიღოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს განხილვაში ერაყთან დაკავშირებით, რომელიც 19 სექტემბერს შედგება. ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრები მიწვეულები არიან ვაშინგტონში, რათა მონაწილეობა მიიღონ გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამიტზე, რომელიც მოგვიანებით გაიმართება", - განაცხადა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






