პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძეს, სავარაუდოდ ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხავენ. ფრაქციის სხდომა დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ კი დაიწყება პროცედურები დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებისთვის. თავად დუმბაძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობა მისი ვიცე-სპიკერობიდან გაშვებას ვერ შეძლებს.
„შანსი არის, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა დაიწყონ. ჩაწერონ კონსტიტუციაში მუხლი, რომ მურმან დუმბაძე არ შეიძლება იყოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მე არავის არაფერს არ ვეკითხები. მე ვიცი, რომ ვარ ვიცე-სპიკერი და ვიქნები“, - აცხადებს დუმბაძე.
საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ინფორმაციით, დუმბაძის შემცვლელად ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ფატი ხალვაშის კანდიდატურა განიხილება.
თავად ხალვში აღნიშნულ ინფორმაციას, ამ დროისთვის, არ ადასტურებს.
რაც შეეხება ვიცე-სპიკერობიდან გადაყენების პროცედურას,საკმარისია აჭარის დეპუტაციის 6-დან 4-მა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს და მოითხოვოს მურმან დუმბაძის თანამდებობიდან გადაყენება. ამის შემდეგ დავით უსუფაშვილი მიმართავს ბიუროს და პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღეს ცნობად. შესაბამისად დუმბაძე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება.
მასალის გამოყენების პირობები






