საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია სოციალური ქსელის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
„იმას ის არ მოსწონს, რომ "მიჭირხვნის" ნაცვლად "მიჯირყვნას" ვამბობთ... თან აქეთ მთლიანად რიტორიკის შეცვლასაც გვთხოვს, ჩვენი აზროვნებაც არ მოსწონს, საერთოდ რომ ვარსებობთ ეგეც არ მოსწონს და ... "აღგვგავეთ პირისაგან მიწისა"! მადლობა, ბატონო ბიძინა“,- წერს მარიამ საჯაია.
ექსრემიერი ბიძინა ივანიშვილი მედიას იწუნებს და მისი სიტყვების მიზანმიმართულ დამახინჯებაზე მიუთითებს.
„ოდესღაც მე გამოვიყენე სიტყვა ,,მიჭირხვნა“ და ჟურნალისტებმა გაიგეს ,,მიჯირყვნა“. მას შემდეგ ორჯერ განვმარტე, რომ გამოვიყენე ,,მიჭირხვნა“, მაგრამ დღესაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი ,,მიჯირყვნას“ იყენებს. აი, ეს არის დღევანდელი მედია. არ იცოდნენ სიტყვა ,,მიჭირხვნა“. გაიგეს, მაგრამა იმავეს აგრძელებენ. უფრო ზუსტად, არ გაიგეს, არ უნდა, გაიგონ - ეს მედიის დიდ ნაწილს ეხება. არ იფიქროთ, რომ თუნდაც ეს განმარტებაც უშველის საქმეს, ისევ გააგრძელებენ იმავეს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






