ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას შესაძლებლად არ მიიჩნევს.
ამის შესახებ გვარამიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე სერიოზულ კომენტარს შესაძლებლად არ მივიჩნევ“, - განაცხადა გვარამიამ.
ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აკრიტიკებს და მას „ნაციონალების“ იდეოლოგიის დანერგვაში ადანაშაულებს.
„რუსთავი 2“ იმ იდეოლოგიას ნერგავს, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება-ტირაჟირება. როგორ ამბობდნენ, რომ 2008 წლის ომი ჩენ მოვიგეთ. ამას აკეთებდნენ ეს მედიასაშუალებები და იმ ადამიანების დიდი ნაწილი, თავს ექსპერტებს რომ უწოდებს. გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში მიმდინარეობს საოცარი აღმშენებლობის პროცესი და მაშნდელი ლიდერი დავით აღმაშენებელს ედრებოდა. რეალურად აღმშენებლობას რაც შეეხეება, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ბოლო ადგილზე ვიყავით ერთ სულ მოსახლეზე. სიცრუე მოდიოდა, ეს ხალხი („ნაციონალები“) ამის სპეციალისტები არიან“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






