საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მედიის წარმომადგენლების გაკრიტიკების ფაქტებს.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მასმედიის წარმომადგენლები არიან საზოგადოების წევრები და გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ უფლება გააკრიტიკონ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმოამდგენლები, მთავრობის წევრებსაც უნდა ჰქოინდეთ იმის უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში მედიის კრიტიკის უფლებით ისარგებლონ.
„რუსთავი 2“ თქვენ მონოპლიზებას აკეთებთ ამ ყველაფრის. როდესაც მედია არის გასაკრიტიკებელი ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამას, თქვენ არ ხართ ხელშეუხებელი საზოგადოება და ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველაფერი გააკეთონ და ჩვენგან არ მოისმინოთ კრიტიკა, თუ ხართ არაობიექტურები, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მიგითითოთ, რომ ხართ არაობიექტურები. მე ამაში ვერ ვხედავ ვარანაირ წინააღმდეგობას და პრობლემას, როდესაც ჩვენ მთავრობის წარმომადგენლები ვართ არაობიექტურები, თქვენ ხომ გვაკრიტიკებთ და როდესაც თქვენ ხართ არაობიექტურები, ჩვენ უნდა დავიტოვოთ უფლება, როგორც მინიმუმ რომ მიგითითოთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






