„გვაქვს ინფორმაცია და არსებობს დიდი ვარაუდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსასმენი აპარატურა დღესაც აქვთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, არსებობდა საშუალებები, რომელიც იქნა შეძენილი და შემოტანილი წინა მთავრობის დროს. გვაქვს ინფორმაცია და არსებობს დიდი ვარაუდი, რომ ეს საშუალებები დღეს მათ აქვთ. ისე მოხდა, რომ ამ მოწყობილობების შემოტანა საქართველოში მოხდა ჩვენამდე. ზოგადად მოსმენები დღევანდელ მსოფლიოში გამარტივებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მოსმენები ეხლაც ხდებოდეს.
„თუ გვისმენენ, ალბათ ისევ ესენი (ნაციონალები) გვისმენენ. მათი მხრიდან ისმის კრიტიკა, რომ მოსმენებს დღევანდელი მთავრობა ახორციელებს. არადა, ერთი მაგალითი არ დაუსახლებიათ“, -აცხადებს ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






