საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის სიტუაციის „ამგვარ გაუარესებას“ არ ელოდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხევდრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხელისულფების ყველა შტოს წარმომადგენელმა საკუთარი საქმე პირნათლად უნდა შეასრულოს და სწორედ ეს იქნება ამ სიტუაციიდან გამოსავალი.
„ძალიან განვიცდი ამ საკითხს, რომ გითხრათ, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, მოგატყუებთ. სამწუხაროა, ის რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ არ მოველოდით ურთიერთობების ამგვარ გაუარესებას. თუმცა თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს ხელს არ შეუშლით, ყველაფერი დარეგულირდება. მჯერა, რომ პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა ვიმუშავებთ ეფექტურად. მთავარია ერთმანეთის საქმეში არ ჩავერიოთ და ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს პრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები






