„რუსთავი 2“ იმ იდეოლოგიას ნერგავს, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება-ტირაჟირება. როგორ ამბობდნენ, რომ 2008 წლის ომი ჩენ მოვიგეთ. ამას აკეთებდნენ ეს მედიასაშუალებები და იმ ადამიანების დიდი ნაწილი, თავს ექსპერტებს რომ უწოდებს. გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში მიმდინარეობს საოცარი აღმშენებლობის პროცესი და მაშნდელი ლიდერი დავით აღმაშენებელს ედრებოდა. რეალურად აღმშენებლობას რაც შეეხეება, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ბოლო ადგილზე ვიყავით ერთ სულ მოსახლეზე. სიცრუე მოდიოდა, ეს ხალხი („ნაციონალები“) ამის სპეციალისტები არიან“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ კრიმინალის გაუარესებასთან დაკავშკრებით თემა სწორედ „რუსთავი 2“-მა აწია.
„შეგახსენებთ, მათ („ნაციონალების“) რეაქციას“ პირველად ააგორეს, აღმშენებლობის პროცესი შეაჩერეს და ქვეყანას დანგრევას უპირებენო. შემდეგი ეტაპი იყო, თითქოს ქვეყანაში სტაგნაცია იყო. დღეს აცხადებენ, რომ თურმე ივანიშვილი მართავს ყველაფერს, ივანიშვილი იჭერს სააკაშვილს და ა.შ. ამას უპირველესად ევროპის და ამერიკის გასაგონად ამბობენ, ქართველი ხალხი, უკაცრავად და, მათთვის რაღაც ბრბოა, რომლის მართვაც მარტივად შეიძლება. შემდგომ ატეხეს აჟიოტაჟი მთავრობაში გადაჭარბებული პრემიების გამოწერის თაობაზე (რაც მართლა ცუდი იყო). არადა ამ პრემიების რაოდენობას ვერც შეადარებდი „ნაციონალური მოძრაობოს“ მმართელობისას გაფლანგულ თანხებს, თუნდაც იმ 16 მილიონს, რაც ერთ წელიწადში მარტო ლობიზმზე დახარჯა გიგა ბოკერიამ და დღეს ამ საქმეს პროკურატურა იძიებს, ან უგულავასა და მერაბიშვილის გაფლანგულ ფულს, რისთვისაც ისინი დღეს ციხეში არიან. თურმე პრემიები უფრო დამაქცევარი იყო იმ ელიტურ კორუფციაზე, რაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მთავრობაში სუფევდა. მსგავსი ხდება კრიმინალურ მდგომარეობასთნ დაკავშირებითაც. რამდენიმე კვირაა ეს თემა არის აწეული, რომ თურმე საქართველოში კატასტროფა ხდება კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით. კი, მაგრამ, სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე?! სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია?! მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება?! არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა - შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია“, - აცხადებს ივანიშვილის.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ის არ ბრაზობს ,,რუსთავი 2“-ზე, რადგან მისი თქმით, ამ ტელევიზიის უკან ნაცმოძრაობის ლიდერი დგას, თუმცა ივანიშვილი სხვა ტელევიზიებზე უკმაყოფილო, რომლებიც ,,რუსთავი 2“-ის სიუჟეტებს აჟიტირებას უკეთებენ. ასეთ ტელევიზიებად ექსპრემიერი ,,პირველ არხს“, ,,იმედს“ და ,,მაესტროს“ ასახელებს.
"რუსთავი 2" არ მალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა და რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ დავასახელებ - მათი ("ნაცმოძრაობის") ლიდერი არის "რუსთავი 2"-ის მეპატრონე და ამის გაქარწყლებას უკვე არავინ ცდილობს. "რუსთავი 2"-ს ეს უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს. ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე "რუსთავი 2", რადგან ჩვენ ვიცით "რუსთავი 2"-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა. "რუსთავი 2"-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ - რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ ვიმეორებ - ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - გინდაც "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2". რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს... სამი ტელევიზია დავასახელე და საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა "რუსთავი 2-დან", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






