საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი იყოს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
"რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც (იცინის). სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის... თუ გახსოვთ ,,“ვერის უბნის მელოდიებში არის ასეთი ეპიზოდი: ქურქი სად არისო, და კარგად იცი, სადაც უნდა ეძებოო... 9 წლის განმავლობაში ეს ხალხი (ნაციონალები) ძირითადად ამას აკეთებდნენ და მაზე ჰქონდათ აგებული ყველაფერი. თუ გვისმენენ, ალბათ ისევ ესენი გვისმენენ. მათი მხრიდან ისმის კრიტიკა, რომ მოსმენებს დღევანდელი მთავრობა ახორციელებს. არადა, ერთი მაგალითი არ დაუსახლებიათ“, -აცხადებს ივანიშვილი.
ექსპრემიერი არ გამორიცხავს ჟურნალისტიკაში მოღვაწოებასაც, თუმცა ამბობს, რომ ამის ძალიან დაბალი ალბათობაა.
,,ისე, შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ - შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით", - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






