პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ამ მიმართულებით არავითარი პრობლემა არ არსებობს.
“ეს ნორმალურია, ჩვეულებრივი მოვლენაა. არავითარ პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არ არის. ჩვენ უკვე ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთეთ. არავითარი პრობლემა არ არსებობს და არცერთი კითხვა არ არის”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა, საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო.
„...ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ გამოძიებებისა და სისხლის სამართლებრივი ბრალდებების გაგრძელებით, იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რომელიც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატების პატივისცემას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






