საქართველოში ,,აფხაზთა კრების“ მოწვევა იგეგმება
პოლიტიკა - 19:45, 14 Sep, 2014     2577
,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ სპეციალური განცხადებას:

,,როგორც ცნობილია, მოძრაობა ,,დაბრუნების“ ინიციატივით ა.წ. 6 აგვისტოს სასტუმრო ,,ძველ თბილისში“ შედგა საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სამუშაო კონფერენცია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 23 ორგანიზაციის წარმომადგენელმა. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ ამ ორგანოს სრული შემადგენლობით გადარჩევის აუცილებლობის თაობაზე. ამ შეკრებაზე, აგრეთვე, სერიოზული პრეტენზიები გამოითქვა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიმართაც.

კონფერენციაზე დასმული საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერითა და მონაწილეობით. აფხაზეთის დაბრუნების, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისათვისათვის აუცილებლად მიგვაჩნია აფხაზეთის მოსახლებას ჰყავდეს მათი ინტერესების დამცველი ქმედითი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ავტორიტეტული, პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი, გონიერი, ენერგიული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არარუსეთუმე ლიდერებით. ასეთები ჩვენი დეპუტატები არც მაშინ იყვნენ, როდესაც 23 წლის წინათ აირჩიეს და, მით უფრო, ვერც დღეს ვერ იქნებიან თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხროვნებთან სრული შეუსაბამობის გამო.

ამავე დროს 2013 წლის გაზაფხულზე ამ ორგანომ უკანონო, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით, ცენტრალური ხელისუფლებისათვის დაუმორჩილებლობის გამოცხადებით გამოკვეთილად ანტიდასავლური, კრემლოიდური პარტიის ნომენკლატურიდან თვითნებურად დანიშნეს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, შექმნეს მთავრობა და რეორგანიზაციის საბაბით ჩაატარეს საკადრო წმენდები. საჯარო თანამდებობეზე ახალი კადრები შეირჩა ნათესაური, კლანური, პირადი ერთგულებისა და რაც მთავარია აგრესორის და ოკუპანტის-რუსეთისადმი სრული ლოიალურობის ნიშნით. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები წარმოადგენს გადაუდებელ სახელმწიფოებრივ საკითხს. ამავე დროს, სრულიად შეუწყნარებელია აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის გაგრძელებაც ამჟამინდელი შემადგენლობით.

ამ საკითხების განსახილველად ვიწვევთ დაინტერესებული დევნილი საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების შეკრებას-აფხაზთა კრებას, რომელმაც უნდა განიხილოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნებისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხები.

ჩვენ ასევე გვინდა ქართულ სინამდვილეს დაუბრუნდეს ისტორიულად ქართული ეთნონიმი ,,აფხაზი“, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გავასხვისეთ. ამით არის ნაკარნახევი შეკრების სახელწოდება.

აფხაზთა კრების მოწვევისა და მასზე განსახილველ საკითხებს მიეძღვნება ჩვენი პრესკონფერენცია, რომელიც შედგება 2014 წლის 16 სექტემბერს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42