დუმბაძე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ის საუბრობდა აჭარის მთავრობის კორუფციულ სქმებზე.
,,როცა მე მითხრეს, რომ შენ გარიცხული ხარ პარტიიდან, ვუთხარი, რომ დააგვიანეთ! მთავარი საკითხი აქ იყო რეგიონის მთავრობის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის მხარდაჭერა პოლიტსაბჭოს მიერ. მე დავსვი შეკითხვა, უჭერს თუ არა ის მხარს აჭარის უმაღლეს საბჭოს, განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, გამოუცხადოს უნდობლობა და დაიწყოს შესაბამისი პროცედურები. ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. პარლამენტში საქმიანობას ვაპირებ, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ფლაგმანი. ამას შეიძლება მოჰყვეს რყევები საქართველოს პარლამენტში. გარანტიას გაძლევთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ალბათ, პოლიტიკური ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ დაიშლება“.
მურმან დუმბაზე ,,ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, აღნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა განმარტა იმით, რომ დუმბაზე წლების მანძლზე უხეშად ერეოდა საბჭოს და ასევე აჭარის მთავრობის საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები






