1. სანქციები პირველად შეეხო "ორგანიზაციული" ნაწილის მწვერვალს - "გაზპრომს" და "სბერბანკს". ამით დაიფარა ენერგეტიკული და საბანკო სექტორების ყველა ლიდერი - "როსნეფტი" ჯერ კიდევ ივლისში დაისაჯა. აშშ-ს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აეკრძალათ რუსეთის ამ "დიდ სამეულთან" არა მხოლოდ მომავალი, არამედ მიმდინარე კონტრაქტების შესრულებაც კი, ანუ 26 სექტემბრიდან მათთვის ფინანსების, საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება.
2. "პიროვნულ" კომპონენტში ევროკავშირი დაეწია აშშ-ს: სანქციები შეეხო სერგეი ჩემეზოვს, შეიარაღებების უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაციის "როსტეკის" დირექტორს, პუტინის ახლო მეგობარს; სულ სანქციების ქვეშ 133 რუსი სამხედრო და პოლიტიკოსია, მათ შორის ვიცე-პრემიერი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არიან. სრულ პოლიტიკურ იზოლაციამდე გადასადგმელი რჩება ორი ნაბიჯი: პრემიერი და პრეზიდენტი. ან, სულაც ერთი.
3. ამერიკული სანქციების ბოლო რაუნდში "ლუკოილი" მოხვდა. ეს სანავთობო კომპანია არ იყო შემჩნეული რუსეთის ბოლო ექსპანსიონისტურ აქტივობებში. "ფაინენშლ ტაიმსის" აზრით, "ლუკოილის" სანქცირება ნათელი გზავნილია: სანქციები შეიძლება შეეხოს რუსეთის ნებისმიერ ბიზნესს. შესაბამისად, მის ნებისმიერ ამერიკელ (და არ მხოლოდ) პარტნიორს. ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.
4. კოლოსალური ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო ევროკავშირის სანქციების ბოლო რაუნდის გადადება - ეს მისთვის მოულოდნელი და მტკივნეული დიპლომატიური მარცხი აღმოჩნდა. "დასავლეთმა გამოგვიცხადა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, პოლიტიკური ომი და ამ ომში დამარცხება რუსეთისთვის დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი იქნება", ასე შეაჯამა 12 სექტემბრის სანქციები კრემლის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ვიტალი ტრეტიაკოვმა.
აღდგომა და ხვალეო“, - წერს კახა ლომაია.
მასალის გამოყენების პირობები






