ევრო-ატლანტიკური ძალების კონსოლიდაცია - ახალი გზავნილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან
პოლიტიკა - 23:07, 13 Sep, 2014     1793
"ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს დემოკრატიულ და ევრო-ატლანტიკური მიმართულების ძალებს, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებსზე, განავითარონ არსებული მიღწევები ითანამშრომლონ ქვეყნის წინსვლისთვის, იზრუნონ ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში არსებული მწვავე გამოწვევების დაძლევაზე“, - ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა.

ექსპერტი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის განცხადება არის ახალი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომელიც განპირობებულია იმით, რომ სწორედ პროდასავლურ ძალებზეა დამოკიდებული საქართველოს დემოკრატიული განვითარება.

,,სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც სჩანს გარკვუელი ხაზის გასმას ცდილობს, როგორც კოალიციაში არსებულ სხვადასხვა ძალებს შორის, ისე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებში, რადგან იმედი იმისა, რომ საქართველო განვითარდება დემოკრატიულად არის სწორედ იმ ძალებზე, რომლებიც პროდასავლური არიან და არა იმ ძალებზე, რომლებსაც კოალიციის შიგნითაც არ აქვთ მკვეთრი პროდასავლური ღირებულებები. ეს არის ახალი გზავნილი, რომელიც აქამდე არ ყოფილა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და კარგია, რომ განცხადების ამ ნაწილს ყურადღება მიექცა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ყურადსაღებია ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, მიუხედავად მისი მკაცრი ტონისა, არის მეგობრის და პარტნიორის განცხადება და მას არ აქვს კონფრონტაციული ტონი.

,,ეს არის პარტნიორის განცხადება, რომელცი სწუხს იმაზე, რა პროცესებიც საქართველოში მიმდინარეობს. აქ საუაბრია, რომ პოლიტიკური ოპონენტები უნდა იყვნენ დაცული და არ უნდა ხორციელდებოდეს მათი დევნა. რეაქცია ამაზე უნდა იყოს კარგად მოფიქრებული და არ შეიძლება ისეთივე რეაქციის მიცემა, რომელიც აქამდე ჰქონდათ ხელისფლების წარმომადგენლებს“, - დასძენს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42