სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი აუცილებლად აისახება პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 23:05, 13 Sep, 2014     2306
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ უკან გახედვასა და წარსულზე აპელირების ნაცვლად, აქცენტი უფრო მეტად ქვეყნის განვითარებასა და იმ გამოწვევებზე გაამახვილოს, რომელიც საქართელოს წინაშე დგას.

,,რატომღაც ასეა მიღებული - მტერს, რომელიც გვიპყრობს ვეფერებით და მის განცხადებებს პოზიტივით და გახარებული ვიღებთ, ხოლო მეგობრის რჩევებს, რომელ მეგობარზეც არის დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება, მისას მტრობად ვაფასებთ. ეს უნდა შეიცვალოს და შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება გაიხედავს უფრო მეტად წინ“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა. მისივე თქმით, ეს რომ კრემლის განცხადება ყოფილიყო ,,ალბათ აბაშიძე მინიმუმ უკვე აეროპორტში იქნებოდა, კარასინთან შესახვედრად მომზადებული“.

რაც შეეხება სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ევროატლანტიკური ძალების კონსოლიდაციის შესახებ, ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ გარდაუვლად აუცილებელია ქვეყანაში არსებული ყველა იმ ძალის კონსოლიდაცია, რომელიც ქვეყნის მომავალს ნატოში ხედავს.

,,მიმაჩნია, რომ საქართველოს განვითარება უნდა მოხდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებით, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი აგრესორ რუსეთისგან თავის დასაცვად. შესაბამისად, მიუხედავად სიმპათია ანტიპათიისა, აუცილებელია მოხდეს დასავლეთზე ორიენტირებული ძალების კონსოლიდაცია, იქნება ეს ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში. სწორედ ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და არ მახსენდება, როდესმე ასეთ პრაქტიკულ ნაბიჯზე გაეკეთებინოთ მათ აქცენტი საქართველოსთან მიმართებაში, მითუფრო, რეგიონული გამოწვევებისა და საფრთხეების კონტექსტში. ეს მკაფიო გზავნილია, რომელიც აუცილებლად მოახდენს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42