„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის საკმაოდ მკაცრი. დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება ხელისუფლებისთვის სიგნალი უნდა იყოს.
„შორეული პროვინციის ადგილობრივ თვითმმართველობასაც არ ეკადრება ისეთი რამის თქმა, რომ თურმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას იმიტომ აკეთებს, რომ ბოკერიას უნდა ასე. დეპარტამენტის განცხადებები ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცულობის მდგომარეობის შესახებ, პოლიტიკური პლურალიზმის სირთულეების შესახებ არის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და როდესაც ესეთი რამ კეთდება, როგორც წესი, საქმე არის ძალიან რთულად. ქვეყანა, რომლის ხელისუფლება ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს, აწყდება საერთაშორისო პრობლემებს, რაც შიდა პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე აისახება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






