აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აშშ-ში ვიზიტს და მათ მიერ არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს.
„პოპულირება ოპონირება, მაგრამ მავნებლობა მავნებლობაა. სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება, რომ ოპონირება გასწიო. ჩემი ღრმა პატივისცემის და დიდი მადლიერების მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, მე ამ კონკრეტულ შეფასებას ვერ დავეთანხმებოდი. ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა, საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო.
„...ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ გამოძიებებისა და სისხლის სამართლებრივი ბრალდებების გაგრძელებით, იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რომელიც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატების პატივისცემას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






