აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოსთვის ძალიან მძიმეა - შაშკინი
პოლიტიკა - 14:46, 13 Sep, 2014     2943

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში შაშკინი აღნიშნავს, ეს არის უმძიმესი განცხადება საქართველოს უსაფრთხოების და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით.

„ეს არის ძალიან მძიმე განცხადება. ესეთი განცხადებები საქართველოს მიმართულებით ბოლოს შევარდნაძის დროს მინახავს. განცხადებებში გამოყენებულია ენა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები ელაპარაკება რუსეთს ანუ ჩვენი სტრატეგიული მეგობარი მეგობრული შენიშვნების და თხოვნების შემდეგ გადავიდა ტონზე, რომლითაც ესაუბრება რუსეთს, ბელორუასიას, სირიას და ასე შემდეგ. განცხადებაში გამოყენებულია ტერმინი „პოლიტიკური დევნა“, ეს არის უმძიმესი განცხადება ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური მდგრადობის კუთხით, რადგან პირველ რიგში ეს იქნება ძალიან მძიმე როგორც ჩვენი დემოკრატიის მშენებლობისთვის, ასევე ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთის“, - აცხადებს შაშკინი.

მისი თქმით, აშშ ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს განცხადება არ გაკეთებულიყო. როგორც შაშკინი აცხადებს, დიპლომატიურ ენაზე სწორედ ასეთ განცხადებებს მოსდევს პოლიტიკური დემარში.

„ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით მასაც დაელაპარაკონ, მაგრამ მისი თქმით, ის არ არის პრემიერი და ერიდება კონტაქტებს. მეორე ფაქტი იყო თავდაცვის მდივნის ჩამოსვლა... ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებდა, რომ ესეთი განცხადება არ გაკეთებულიყო. როგორც ჩანს თავდაცვის მდივანმაც ჩამოიტანა კონკრეტული მესიჯები. თავდაცვის მდივანი არის პოლიტიკური ფიგურა. ის ნაკლებად საუბრობს სამხედრო დეტალებზე, ის აჟღერებს პოლიტიკურ მესიჯებს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოდის. ამ მესიჯზე ჩვენმა პარტნიორებმა მიიღეს კარლ ბილდტის კორუფციაში დადანაშაულება და მათი რეკომენდაციების აბსოლუტური იგნორი. როგორც ჩანს ეს იყო ბოლო წვეთი, რასაც მოჰყვა ეს განცხადება. დიპლომატიურ ენაზე ასეთი განცხადებების შემდეგ მოდის პოლიტიკური დემარში. თუ მთავრობა ამ განცხადებამ არ გამოაფხიზლა, ძალიან გვიანი იქნება. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ეს განცხადება გაკეთებულია ქვეყნის მიერ, რომლის ხელშია დიდ წილად ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგრადობა და დემოკრატიის განვითარების პერსპექტივა“, - განაცხადა შაშკინმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა, საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო.

„...ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ გამოძიებებისა და სისხლის სამართლებრივი ბრალდებების გაგრძელებით, იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რომელიც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატების პატივისცემას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42