"ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე"
პოლიტიკა - 13:42, 13 Sep, 2014     2280
"ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მეუღლესთან ერთად დღეს კიბოს ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პრემიერის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ მიერ დაფინანსებული 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ.
პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბავშვებს გამოჯანმრთელება უსურვეს, საჩუქრები გადასცეს და მათ მშობლებს სრული თანადგომა აღუთქვეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებთან და სამედიცინო პერსონალთან საუბრისას განაცხადა, ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სოლიდარობას.

„ჩვენი ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი ძალიან წარმატებულად მუშაობს. ფონდს უკვე დაახლოებით 25 ათასი საჯარო მოხელე შეუერთდა, რომლებიც ყოველთვიურ შენატანებს აკეთებენ. ამ იდეაზე დიდხანს ვფიქრობდი. ძალიან განვიცდიდი, რომ სახელმწიფო სრულად ვერ ეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს. სწორედ აქედან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეა. ჩვენ ყველანი გავერთიანდით იმ მძიმე სენის წინააღმდეგ, რასაც ონკოლოგიური დაავადებები ჰქვია“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სოლიდარობის ფონდმა უკვე 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა, მათ შორის დამტკიცდა სამი ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება საფრანგეთისა და თურქეთის კლინიკებში.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სოლიდარობის ფონდში შემოწირულობა სულ უფრო გაიზრდება და მიმდინარე წლის ბოლოს 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსებაც გახდება შესაძლებელი.
„ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე. ამისთვის აუცილებელია ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და სოლიდარობა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, გახდით ამ ძალიან დიდი სიკეთის მონაწილე და სოლიდარობის ფონდში გააკეთეთ თქვენი შენატანი, მინიმუმ ერთი ლარის ოდენობით და გადაარჩინეთ ამ ახალგაზრდა ბავშვების სიცოცხლე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42