სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფრანგი მრჩეველი ეყოლება
პოლიტიკა - 13:17, 13 Sep, 2014     1532

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალინს და შეხვდა.

ფრანგული მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი, ფრანსუა ვიელი წარუდგინა, რომელიც საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მრჩეველის რანგში იმუშავებს.

„სოფლის მეურნეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლსაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობის დარგი მაღალ დონეზეა განვითარებული, ეს დიდწილად სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის შედეგია. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თაანხმადაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და ჩვენის მხრივ მზად ვართ მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ არ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფრანსუა ვიელის ხანგრძლივი მივლინება თქვენს სამინისტროში“,- განაცხადა რენო სალინმა.

„ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებისხელმოწერის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დგას.ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საფუძველი ოპტიმისტური განწყობისათვის. სამთავრობო დონეზე უკვე შემუშავებულია 3 წლიანი სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით,ჩვენ თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ის ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებით გვეკისრება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაცვლით და საგანმანათლებლო პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროექტების განხილვისას, ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა აგროდაზღვევის საპილოტე პროექტზე და ამ მიმართულებით ევროპული გამოცდიელბის გაზიარების მნიშვნელობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42