“დაზღვევის კომპანია ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:49, 12 Sep, 2014     4602

“დაზღვევის კომპანია ქართუ“ უარყოფს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ფაქტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა.

“ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სადაზღვევო ბაზარზე, კერძოდ, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სახელმწიფო პროგრამებში „დაზღვევის კომპანია ქართუს“ გააქტიურებასთან დაკავშირებით („კომერსანტი“, „ნეტგაზეთი“).

გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავს ფაქტებს ადგილი არასდროს ჰქონია და არც მომავალში ექნება.

„დაზღვევის კომპანია ქართუს“ მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს და 2001 წლიდან მომსახურებას უწევდა შეზღუდულ სეგმენტს. 2014 წლიდან „ქართუ დაზღვევამ“ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება გაააქტიურა და მომსახურება ახალი პროდუქტებით მომხმარებელთა ფართო წრეს შესთავაზა.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პირობები და ბაზარზე ვიმუშაოთ ჯანსაღი და ღია კონკურენციის წესების დაცვით.

ჯანსაღი კონკურენციის პირობებზე მეტყველებს ისიც, რომ „დაზღვევის კომპანია ქართუს“ დღევანდელ კლიენტთა შორის სახელმწიფო კომპანიების წილი სხვა კომპანიებთან შედარებით მინიმალურია. რაც შეეხება აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას, აღნიშნულ პროგრამაში „დაზღვევის კომპანია ქართუ“, თანაბარი პირობებით, ოთხ სხვა სადაზღვევო კომპანიასთან ერთად მონაწილეობს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, ჩვენი მუშაობის პრინციპი ყოველთვის იყო და იქნება ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული. ამ ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვუკავშირებთ მხოლოდ ჩვენს გააქტიურებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ გასაჯაროებამდე ყველა ინფორმაცია იქნება დაზუსტებული და გადამოწმებული, რათა თავიდან იყოს აცილებული თავისუფალი ბაზრის და ბიზნესის ინტერესების შელახვა”, - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42