ვიზიტის ფარგლებში ვატიკანის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი შეხვდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა სულხან-საბა ობელიანის სახელობის უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი 15 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაია ფანჯიკიძესთან სტუმრობით დაიწყებს, გაიმართება ერთობრივი პრესკონფერენცია.
არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოინახულებს მცხეთას - ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ძველი თბილისის უბნებს დაათვალიერებს.
ეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ვატიკანის შემდგომი ურთიერთობების გაძლიერებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






