არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერს მიმართავენ
პოლიტიკა - 18:31, 12 Sep, 2014     1658

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები” და საია თბილისის მერიაში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლებებს გმობენ.

სამოქალაქო სექტორის წევრები შესაბამის ორგანოებს აღნიშნული შემთხვევების შესწავლისკენ და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობოების ინფორმაციით, მათ მერიისა და გამგეობების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა მიმართეს, რომლებიც პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გაშვებაზე საუბრობენ.

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოხელეთა მხრიდან საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებას, ან უფლებამოსილების გადამეტებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში გათავისუფლების საფუძველი დასაბუთებული უნდა იყოს მერიის მხრიდან და გათავისუფლებულ მოხელეებს ჰქონდეთ მათი გადაწყვეტილებების კანონიერი გზით გასაჩივრების უფლება. სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, მოხელეთა მიმართ სავარაუდოდ, ხორციელდება ზეწოლა გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადებების დაწერის მოთხოვნით. იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. მოვუწოდებთ თბილისის მერს და შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინონ სათანადო რეაგირება პოლიტიკური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მერიის თანამშრომლების მიმართ უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს;

ასევე, მოვუწოდებთ, თბილისის მერიას დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს და გაავრცელოს ინფორმაცია 2014 წლის ივლისიდან დღემდე თბილისის მერიისა და მის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა სია, გათავისუფლების მოტივების მითითებით. მსგავსი ფაქტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით, მოვუწოდებთ ნებისმიერ საჯარო მოხელეს, მათზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნოთ და დაუკავშირდნენ ჩვენი ორგანიზაციების სათაო თუ რეგიონულ ოფისებს”, – ნათქვამია საია-ს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და “სამართლიანი არჩევნების” ერთობლივ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42