ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე მედიასთან დაკავშირებით ექსპრემიერის განცხადებას ეხმაურება.
რუხაძე მიიჩნევს, რომ მედიის კრიტიკა დაშვებულია, თუმცა ამის უფლება ძირითადად აქვთ პროფესიონალებს.
„მედიას სჭირდება უფრო საკუთარი კოლეგების და კარგი პრეფესიონალების კრიტიკა ვიდრე ჩვენ ვართ. როდესაც ხელისუფლება აკრიტიკებს მედიას, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამას არ მოჰყვება ნიშანი, რომლითაც ხელისუფლება მედიაზე გავლენას მოახდენს. აქ საუბარია არა იმაზე, რომ ნიშანი მოჰყვება ამას, აქ საუბარია იმაზე, რომ ამას მოჰყვება შანსი. ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ გავლენა იქონიოს მედიაზე. ამ შანსის გამოა, როდესაც ვამბობთ, რომ ხელისუფლების საქმე არ არის მედიის კრიტიკა“, - აცხადებს რუხაძე.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთომობს და „ამ თემას ძალიან ხშირად შეეხება“. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ექს-პრემიერი აცხადებს, მედია ტაბუდადებული თემა ვერ იქნება, რადგან იქ მომუშავე ადამიანებიც ვალდებულები არიან დაექვემდებარონ კონტროლს.
მასალის გამოყენების პირობები






