პარლამენტში სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მსჯელობა გამართა. თუმცა არასამთავრობო სექტორსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდა. შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, შეთანხმება შესაძლოა მიღწეული იქნეს დაახლოებით ორ კვირაში.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, თუ ე.წ. „მოსმენების გასაღები“ მობილური კომპანიების ხელში გადავა, ეს გაზრდის გარკვეული ინფორმაციის გაჟონვის რისკს.
„ეს არის რიგით მესამე შეხვედრა. ვმუშაობთ ძალიან ნაყოფიერად, მუშა ჯგუფის ფარგლებში, ვაჯერებთ პოზიციებს და ამის შესახებ საჯაროდ გაცხადებული ორ კვირაში იქნება“, - აცხადებს იზორია.
არასამთავრობო სექტორის თქმით, ისინი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. მათი მოთხოვნით საქართველომ უნდა აიღოს ევროპული კური და „მოსმენების გასაღები“ მობილური კომპანიების ხელში იყოს.
საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვის ექნება მოსმენების განხორციელების უფლება, 1 ნოემბრამდე უნდა იქნეს მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები






