ამ წუთებში საკრებულოში 4 კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ცლილებების შეტანა განიხილება. ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით მცირდება.
თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ უჭერს საკრებულოს უმცირესობა.
უმცირესობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან თბილისის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით მცირდება და მთელ რიგ პროქტებს თანხები აკლდება, იინი მსგავს ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ. მათთვის ასევე მიუღებელია თბილისის მერიის მხირდან მიღებული გადაწყვეტილება 30 მილიონიანი საკრედიტო სესხის აღების შესახებ.
რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს ის აცხადებს, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკვშირებითმას აქვს შეკითხვები და გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როდესაც კითხვებზე პასუხი ექნება.
საკრებულოს უმრავლესობა კი ამ გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში მას შემდეგ რაც ბიუჯეტი დამტკიცდა, არც ერთი პროექტი არ არის განხორცილებული და შესაბამისად 4 თვის განმავლობაში ვერ მოესწრებოდა მთელი რიგი პროეტების განხორციელება და ბიუჯეტში ცვილებების შეტანაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.
2014 წლის თბილისის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით, სულ მთლიანად დაახლოებით 12 მილიონი ლარით მცირდება. მათ შორის საბავშვო ბაღების მშენებლობას 2 მილიონი, ხოლო ავარიული შენობების გამაგრებას 27 მილიონ ლარზე მეტი დააკლდება.
მასალის გამოყენების პირობები






