ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე გუშინ ღამით დააკავეს. დღის განმავლობაში მედიაში იწერებოდა ინფორმაცია, რომ აბაშიძის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ქართველი მოდელია. გავრცელებული ინფორმაციით, მას ეკო ფანგანთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს. თავად მოდელი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
„საიდან დავიწყო აღარ ვიცი. ყოველთვის ვერიდები ჟურნალისტებზე რაღაცის დაწერას, თითქმის ყველა მეგობრებში მყავს და ბევრ მათგანს დიდ პატივს ვცემ, როგორც ჟურნალისტს და ადამიანს. მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ჟურნალისტების დიდი ჯგუფის არაპროფესიონალიზმი და უკაცრავად და სიბანძე! (უწიგნურობაზე, გაუნათლებულობაზე და ელემენტარული გრამატიკის არ ცოდნაზე აღარ ვლაპარაკობ) მეგობრების პირადი ფოტოალბომებიდან ამოღებული ფოტოებით საკუთარი მწირი ფანტაზიით შექმნილი ისტორიების გამოქვყნება, მეტყველებს ამ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე და ის გვერდები კი, სადაც ეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია იბეჭდება, არის ყოვლად შეუმდგარი საცოდავი ვითომ მედია სივრცე!
მართლა ცოდოა ყველა, ვინც ჩემი და გიორგი აბაშიძის უაზრო ისტორია თავისით ააგორა, მეც და გიორგისაც რაღაცეები მოგვაკერა და ამდენი თვეა იმეორებს! ფოტო გადაღებულია გაზახულზე ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე!! მას მერე არც მინახავს გიორგი აბაშიძე,თუმცა ბავშვობიდან ვმეგობრობ , რადგან ძალიან ადრე მამაჩემი რამდენიმე წელი აჭარაში მოღვაწეობდა! გასაგებია?! თქვენ ხომ არაფერი გაგებათ ჟურნალისტობის და იმას მაინც მიხვდით, რომ თქვენი ბანძი ჭორების გამო, სხვა ადამიანებს, შეიძლება, ზიანი მიადგეს, მაგრამ ამდენი აზროვნების უნარი ვის აქვს!! ყველას, ვინც ამ პოსტს თავის თავზე მიიღებს, წარამტებებს ვისურვებ!“, - წერს „ფეისბუქზე“ ფანგანი.

მასალის გამოყენების პირობები






