,,ნაცმოძრაობა“ პრეზიდენტის ქმედებებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს
პოლიტიკა - 12:11, 12 Sep, 2014     1444
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ყოფილი მმართველი გუნდის მოქმედებებში პრეზიდენტს და მთავრობას შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ხედავს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია - „ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების პარალელურად, მთავარი ოპოზიციური ძალა ყველა მეთოდით ცდილობს დააფიქსიროს ისეთი პოზიცია, რომელიც პრეზიდენტის კომენტარებს ემთხვევა და წარმოაჩინოს ვითარება ისე, თითქოს ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტის პოზიციებს შორის თანხვედრაა.

ჩვენის აზრით ყოფილი მმართველი გუნდის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, თითქოს პრეზიდენტი მთავრობის ოპოზიციაში გადავიდა და მისი შეხედულებები მთავარი ოპოზიციური ძალის გამოძახილია. ამ აზრის დამკვირდებას ხელს უწყობს სხვადასხვა მედია საშუალებებში გასული ინფორმაციები პრეზიდენტის კავშირების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან“.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეზიდენციიდან განცხადებების გაკეთება და პოზიციების გამოხატვა იმ მედია საშუალებებით, რომლებიც დამოუკიდებლობის დიდი ხარისხით ვერ სარგებლობენ ქართულ საზოგადოებაში, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქართულ სახელმწიფოს.

„როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი წარმოადგენს ინსტიტუტებს შორის ბალანსის შენარჩუნების გარანტს. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი არის საკანონდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებას შორის ბალანსის გარანტი, მას უნდა გააჩნდეს მჭირდო კომუნიკაცია აღნიშნულ ინსტიტუტებთან.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის უშუალო მოვალეობა არა სხვადასხვა ეთერებიდან მოწოდებების გაკეთება, არამედ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებაა ხელისუფლების შტოებთან.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მისი კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე დაამყაროს კომუნიკაცია მთავრობის მეთაურთან, რათა საზოგადოებას საბოლოოდ არ ჩამოუყალიბდეს განწყობა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაშია. ეს დააზიანებს ახალგაზრდა დემოკრატიას და ქართულ სახელმწიფოს“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42