საქართველო საპარლამენტო უმცირესობის და ვიქტორია ნულანდის შეხვედრის ერთერთი მთავარი განსახილველი თემა იყო აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრეზიდენტ მარგველაშვილის ჩაშლილი ვიზიტი .
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდთან საქართველოს საპარლამენტიო უმცირესობის შეხვედრა გუშინ აშშ-ში შედგა.
მათ ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
„საუბრი იყო უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენს რეგიონში უკრაინის მოვლენების ფონზე. აუცილებლობა იმისა, რომ საქართველო, უკრაინა, მთელი ეს სივრცე თავისუფალი სამყაროს გაფართოების ნაწილი გახდეს. ის, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა არის ეს სამარცხვინო სიტუაცია - ივანიშვილის, მისი გუნდის და მის მიერვე შერჩეული პრეზიდენტის და ეს იკავებს დისკუსიის ადგილს, პირდაპირი ზიანია, რაც ივანიშვილსა და მის გუნდს საქართველოსთვის მოაქვს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






