ექსპერტი ლევან ალაფიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გაეროში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლას ეხმაურება.
„ამ შემთხვევაში დაირღვა ელემენტარული კანონი, კანონი იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურს მისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი სახელმწიფო დაწესებულებებიდან შეუშალა ვიღაცამ. სამარცხვინო განცხადება მოვისმინე, თურმე გვყავს მინისტრი მთავრობაში, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და გერმანიის კანცლერს და ინგლისის დედოფალს შორის სქესის გარდა კიდევ სხვა განსხვავებები რომაა ამაზე ჯერ მგონი წარმოდგენა არ აქვს“,- განაცხადა ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სპეციალური ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ გაეროში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა. მარგველაშვილის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ქმედებას.
მასალის გამოყენების პირობები






