ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში არ იყოს და გვერდიდან ჩაერიოს - მაჭავარიანი
პოლიტიკა - 22:39, 11 Sep, 2014     2038
ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა არ იყოს პოლიტიკაში და გვერდიდან მისცეს რჩევები და ჩაერიოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ,,მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

,,ივანიშვილმა თავის დროზე უსუფაშვილთან ერთად დაალაგა ის სიტუაცია, რომ პრეზიდენტს არ მისცემოდა საშუალება ვეტო დაედო კნკრეტული კანონპროექტისთვის. ივანიშვილი არ მალავს და არც მმართველი გუნდი, რომ მათ აქვთ მჭიდრო ურთიერთობა როგორც ,,ქართული ოცნების“ ლიდერს და მათ ეს გზა აირჩიეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება მარგველაშვილის განცხადებას, რომ ხდებოდა ორგანიზებული მუშაობა ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო პრეზიდენტი ვიზიტი უზრუნველეყო.

,,იყო კონკრეტული მოწვევა გაეროს გენერალური მდივნის რამდენიმე თვით ადრე, რაზეც მარგველაშვილმა თანხმობა განაცხადა და სულ ახლახანს ირკვევა რომ ეს თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის იყო მიუღებელი. საგარეო უწყება ვალდებულია, რომ უზრუნველყოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი კონკრეტული საორგანიზაციო შინაარსობრივი თუ სვხა დეტალებით, საელჩო არის ამ თვალსაზრისით მთავარი და თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ავალებს საელჩოს რომ იმუშაოს პრეზიდენტის ვიზიტზე, არამედ იმუშაოს პრემიერის ვიზიტზე, ეს თავისთავაც გამოჩნდა, ეს არის საგარეო უწყების პირდაპირი ვალდებულება. გაერო ეს არის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრის ადგილი, თუ სახელმწიფოს მეთაური მოახდენეს დელეგრიებას მაშინ შეიძლება მის ნაცვლად ხვა წავიდეს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

რაც შეეხება თემურ იაკობაშვილთან დაკავშირებულ საუბრებს, რომ ის იყო ჩართული გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის მომზადებაში, მაჭავარიანი აცხადებს, რომ ეს არის გამოგონილი და ადგილი აქვს მცდელობას მოხდეს დისონანსის შეტანა.

,,რაც ელანდებოდა ის ეჩვენებოდაო- არსებობს ასეთი გამთქმა. ყველაფერი კონკრეტულ ფაქტებზე უნდა იყოს აგებული, არანაირი ჩართვა და საჭიროება იაკობაშვილის ჩართვისა პრეზიდენტს არ ჰქონდა. პრეზიდენტს აქვს ვალდებულება საქართველო წარმოადგინოს საერთაშორისო არენაზე და ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42