რა შეუძლია უქნას ხელისუფლებამ ჩვეულებრივ მოქალაქეს, თუ ის ასე ბედავს მოეპყროს პრეზიდენტს
სოც.მედია - 22:02, 11 Sep, 2014     2156
კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა სოციალური ქსელის მეშვეობით გიორგი მარგველაშვილის გაეროში ჩაშლილ ვიზიტს აფასებს.

"ერთი წუთით დავუშვათ, რომ პრეზიდენტთან ერთად აშშ-ში ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე წასვლის უფლება პრემიერსაც ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმაღლესი, უზენაესი კანონი - კონსტიტუცია - ამბობს, რომ საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს არა მხოლოდ ხელს უშლიან საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაში, არამედ საქვეყნოდ ამცირებენ მას და პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ამგვარი მიზანმიმართული დამცირება და ჩაგვრა ქვეყნის ფორმალური უმაღლესი ხელისუფალისა მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს ქვეყანაში კონსტიტუციაზე მაღალი ნება და ამ ნების პატრონი. ეს საფუძველშივე გამორიცხავს კანონის უზენაესობის დაფუძნებას ჩვენს ქვეყანაში. იოლი წარმოსადგენია, თუ რა შეუძლია უქნას ხელისუფლებამ ჩვეულებრივ მოქალაქეს, თუ ის ასე ბედავს მოეპყროს ქვეყნის პრეზიდენტს.

ასეთ ქვეყანას მე ერთს ვიხსენებ - მუამარ კადაფის ლიბიას, სადაც კადაფი არანაირ ფორმალურ თანამდებობაზე არ იყო, თუმცა ყველაფერი მისი ნების შესაბამისად იმართებოდა. არავის ვუსურვებ არც ლიბიის და არც კადაფის ბედს, მაგრამ დღევანდელი საპრეზიდენტო ვიზიტის ჩაშლა ის გზაა, რომელიც სწორედ ამ ტიპის აღმოსავლურ დესპოტიზმთან მიგვიყვანს.

და მას სახელად არა სახელმწიფო, არამედ ივანიშვილის ჯამახირია ერქმევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42