ვერძი: მარტი 21 – აპრილი 20
ვერძს ცხარე საკვები ეკრძალება ასევე უკუჩვენება აქვს ალკოჰოლის კუთხით. სასურველია მიირთვას მეტი ბოსტნეული. ვერძებს საჭმლის კეთება დიდად არც ეხალისებათ და არც ხიბლავთ, ამიტომ მათთვის ე.წ "ფასთ ფუდის" საკვები ყველაზე საყვარელი კერძია.
მიირთვით: ბრინჯი, ბანანი, ხილის წვენი, ზეთის ხილი, პომიდორი, ხახვი, სალათის ფოთლები, ყვევილოვანი კომბოსტო, კიტრი, შპინატი, ბოლოკი, ბროკოლი, ლობიო, ოსპი, გოგრა, კაკალი, ლეღვი, გარგარი, ნიორგი და მდოგვი.
არ მიირთვათ: ცხარე საჭმელები, მარილი და ალკოჰოლი
კურო: აპრილი 21 – მაისი 21
კურო სახლში მომზადებული კერძებს ანიჭებს უპირატესობას, განსაკუთრებულად კი კუროებს ხორცეული და მისგან მომზადებული კერძები უყავრთ. კუროს ასტროლოგები ცხიმიან კერძებზე უარის თქმას ურჩევენ. ხორცეულზე მოთხოვნილება კი შესაძლებელია მოხარშული ან ფილეს სახით მომზადებული კერძებით ჩანაცვლებით.
მიირთვით: მოცვი, სატაცური, ჭარხალი, ყვავილოვანი კომპოსტო, კიტრი, შპინატი, ხახვი, ბოლოკი, გოგრა, თხილი, ლობიო და პიშუშხა.
არ მიირთვათ: მძიმე საკვები და გადაჭარბებული რაოდენობით ნახშირწყლები.
ტყუპები: მაისი 22 – ივნისი 23
ტყუპებს თხილეული და სწრაფი კვება უყვარს, რაც სასტიკად მავნებელია მისთვის. სასურველია მიიღოს ბევრი რძის პროდუქტი, ხაჭო და იოგურტი. ტყუპებს ცნობისმოყვარე ბუნება აქვთ და აქედან გამომდინარე ისინი მზად არიან ყველანაირ ეგზოტიკური კერძს გაუსინჯონ გემო.
მიირთვით: ქლიავი, ფორთოხალი, ყურძნის წვენი, ქიშმიში, ვაშლი, სტაფილო, ნიახური, მწვანე ლობიო, ნუში, პილპილი და ნიორი.
არ მიირთვათ: ყავა, ფესვიანი ბოსტნეული (მაგალითად, კარტოფილი, ბოლოკი...), სწრაფი კვების პროდუქტი, რაფინირებული შაქარი.
კირჩხიბი: ივნისი 24 – ივლისი 23
კირჩხიბისთვის აკრძალულია ზედმეტად მწარე და მლაშე კერძები, რადგან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. კირჩხიბებმა უნდა მიირთვან ფაფები, განსაკუთრებით სასარგებლო ამ მხრივ შვრიის ფაფაა.
მიირთვით: ბრინჯი, შვრია, ხილი, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, ბროკოლი, კომბოსტი, ჭარხალი, გოგრა, კიტრი, ზღვის პროდუქტი, ლობიო.
არ მიირთვათ: ცხიმიანი საჭმელი, მარილი, ტკბილეული და რაფინირებული შაქარი.
ლომი: ივლისი 24 – აგვისტო 22
ლომს გული და სისხლის ცირკულაცია აქვს სუსტი. შესაბამისად, მისთვის აუცილებელია C ვიტამინით მდიდარი საკვები. უნდა მიიღოს ბევრი ციტრუსი, ბოსტნეულიდან მდოგვი და წიწაკა. კარგია მცირე დოზით წითელი ღვინო. ლომს ყველაფერი მდიდრული უყვარს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხორცეულისგან მომზადებული კერძებისკენ აქვთ განსაკუთრებულ მიდრეკილება. სხვადასხვა სახის ლორი, ძეხვეული და მწვადი ლომის საყვარელი საკვებია.
მიირთვით: ბრინჯი, ვაშლი, ატამი, ბოსტნეული – კარტოფილი, სტაფილო და ბოლოკი, ბროკოლი. თხილი, მზესუმზირა, ლეღვი.
არ მიირთვათ: ცხარე საჭმელები და რძის ნაწარმი პროდუქტი
ქალწული: აგვისტო 23 – სექტემბერი 22
ქალწულისთვის აუცილებელია მაქსიმალურად ჯანსაღი საკვები, რაციონში უნდა ჩართოს ბევრი ბოსტნეული და ბურღულეული. ასევე კარგია სხვადასხვა სახის ჩირი. ქალწული განსაკუთრებით პრეტენზიულია საკვების მიმართ. ეს ადამიანები არასოდეს ჭამენ ისეთ რამეს რომლის მომზადების ტექნოლოგიაშიც გარკვეული არ არიან. უფრო მეტიც, თანდაყოლილი კუჭ-ნაწლავის პრობლემატურობის გამო, ქალწულთა დიდი ნაწილი სულაც ვეგეტარიანელია.
მიირთვით: ყველანარი მარცვლეული და ხორბლეული, შვრია, ხილის სალათები, ხილის წვენი, ლიმნის წვენი, ბანანი, ფორთოხალი, ბოსტნეული სუნელებით, სუპი, ჩაი და ნუში.
არ მიირთვათ: რთულად გადასამუშავებელი საკვები და შოკოლადი.
სასწორი: სექტემბერი 23 – ოქტომბერი 23
სასწორს ტკბილეულის სიყვარული ახასიათებს, რაც წონის პრობლემებს ქმნის. სასურველია, ნამცხვარი და შოკოლადი ხმელი ხილით, წვენებით და ქიშმიშით ჩაანაცვლოს. სასწორის მთავარი სისუსტე ტკბილეულია. ნებისმიერი სასწორისთვის ნამცხვარი, შოკოლადი, მუსი და ნაყინი დღიური მენიუს ყველაზე საყვარელი ნაწილია. თუმცა ზუსტად ამ "სიყვარულის" მიმართ იმატებენ როგორც წესი სასწორები წონაში.
მიირთვით: ნუში, ვაშლი, ყურძენი, მარწყვი, ქიშმიში, პომიდორი, სტაფილო, სიმინდი, ყველი, თხილი.
არ მიირთვათ: ალკოჰოლური სასმელი, ტკბილეული, რაფინირებული შაქარი.
მორიელი: ოქტომბერი 24 – ნოემბერი 22
მორიელს ყველაფერში ექსტრიმი უყვარს, არც კვებაა მათ შორის გამონაკლისი.
მორიელს ცხარე და პიკანტური კერძებისკენ აქვს მიდრეკილება. თუმცა, მისთვის ასევე აუცილებელია ისეთი საკვები როგორიცაა არაჟანი, ბანანი და ნუში.
მიირთვით: ბანანი, ბალი, ქოქოსი, სალათები, პრასი, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ბოლოკი, პომიდორი, სატაცური, კიტრი, ლობიო, ნუში.
არ მიირთვათ: ცხიმიანი საყვები, მარილი, ტკბილერული და რაფინირებული შაქარი.
მშვილდოსანი: ნოემბერი 23 – დეკემბერი 21
მშვილდოსანს ყველაფერი გემრიელი უყვარს, თუმცა ასტროლოგები ამ ხალხს ორგანიზმის ზედმეტი გადატვირთვისგან თავის შეკავებას ურჩევენ. კარგი იქნება თუ პერიოდულად განტვირთვის დღეებს მოაწყობს სალათის ფურცლებით, ახალი ხილითა და ხაჭოთი. მშვილდოსანს ეგზოტიკა იზიდავს, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნებაზე ეს ხალხი უარს არასოდეს ამბობს. თუმცა, ზოგადად, თავადაც უყვართ და ეხერხებათ ოჯახის პირობებში გემრიელ კერძების მომზადება და კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება.
მიირთვით: მარცვლეული და ბურღულეული, მსხალი, ვაშლი, ფორთოხალი, მარწტვი, ფესვიანი ბოსტნეული (მაგ, კარტოფილი, სტაფილო, ბოლოკი), ხახვი, ზეთის ხილი, ლეღვი და ნიორი.
არ მიირთვათ: ცხარე საკვერბი, ტკბილეული, რაფინირებული შაქარი და ალკოჰოლი.
თხის რქა: დეკემბერი 22 – იანვარი 20
თხის რქას სუსტი ძვლები აქვს. მისთვის აუცილებელია თევზეულის და ზღვის პროდუქტების მიღება. ასევე კარგია პიტნა, ლაიმი და სატაცური. თხის რქა კევბაშიც კონსერვატორია. მან აუცილებლად უნდა იცოდეს რისგან და როგორ მომზადდა კერძი რომელსაც მიირთმევს. ამას გარდა, მისი მენიუ ტრადიციული პირველი, მეორე კერძებისგან შედგება, თავისი დესერტით.
მიირთვით: ბრინჯი, ხილის სალათები, ხილის წვენი, ფორთოხალი, ლიმონი, ბოსტნეული სუნელებით, კომბოსტო, სიმინდი, კარტოფილი, სუპი, ჩაი, ლეღვი და მიწის თხილი.
არ მიირთვათ: რთულად გადასამუშავებელი საკვები, ცხარე საკვები და შოკოლადი.
მერწყული: იანვარი 21 – თებერვალი 19
მერწყულს მომატებული გონებრივი აქტივობა ახასიათებს, ამიტომ მისთვის რაციონის თხილეულით გამდიდრებაა რეკომენდებული. ასევე კარგია ტკბილი ხილი, ბანანი, გარგარი და ა.შ. მერწყული მშვილდოსნის მსგავსად ექსპერიმენტატორია კვების საკითხში. აქედან გამომდინარე, ბევრი მათგანი სიამოვნებით ატარებს სამზარეულოში კულინარიულ ექსპერიმენტებს. ამას გარდა, მერწყულების განსაკუთრებული სისუსტე სხვადასხვა სახის სასუსნავია, ისეთი როგორიცაა ჩირი, თხილეული, ქიშმიში და ა.შ
მიირთვით: ვაშლი, ფორთოხალი, მსხალი, კომბოსტო, ნიახური, სიმინდი, სტაფილო, პომიდორი, ბროკოლი, სოიოს იოგურტი, თხილი, ლეღვი, ნიორი.
არ მიირთვათ: ყავა, რაფინირებული შაქარი.
თევზები: თებერვალი 20 – მარტი 20
თევზებმა ბევრი წყალი უნდა სვან. მართალია, მათ სითხის მიღება ჩაის ან ყავის სახით ურჩევნიათ, მაგრამ აუცილებელია, რომ სუფთა წყალი მიიღონ ხშირად. მათთვის ასევე კარგია ბროკოლი, ზღვის კომბოსტო და სტაფილო.
მიირთვით: ხორბლეული, ბრინჯი, შვრია, ვაშლი, ყურძენი, ფორთოხალი, ლიმონი, ატამი, ქლიავი, ხახვი, ზღვის პროდუქტი.
არ მიირთვათ: ყავა, ცხიმიანი საჭმელი, სატაცური, მარილი, ტკბილეული და რაფინირებული შაქარი.
მასალის გამოყენების პირობები






