საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით მისი აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა.
როგორც წიკლაური აცხადებს, მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მთავრობის მხრიდან მის საწინააღმდეგ მოქმედების შესახებ საუბრობს.
„ეს არის არანორმალური ვითარება, როდესაც ქვეყნის მთავრობა, ქვეყნის მინისტრები მუშაობენ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვიზიტი იყოს ჩაშლილი გაეროში და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. მე მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დისფუნქციურობას, რომელიც მთლიანობაში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი. როდესაც პრეზიდენტი აღიარებს, რომ მთავრობა მის წინააღმდეგ მოქმედებს, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა მძიმე პოლიტიკური კრიზისი“, - აცხადებს წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები






