საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გაეროში გიორგი მარგველაშვილის ჩაშლილ ვიზიტს აფასებს. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვტილება მიიღო.
„რა მნიშვნელობა აქვს ვინ გადაწყვიტა სამიტზე მისი არწასვლა, ბოლო სიტყვა მასზე იყო, მას უნდა ეთქვა, რომ არ მივდივარო“,- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მისი მისამართით მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა, ჯაფარიძე პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ ზეწოლას გამორიცხავ.
„ბოლოსდაბოლოს პრეზიდენტი მიხვდა, რომ ეს მართებული და სწორი გადაწყვტილება იყო და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ ის არ წასულიყო ამერიკაში“,- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
დეპუტატი კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ მთავრობის საქმიანობაში ერევა და გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
„ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ ერევა, მაგრამ ივანიშვილი არის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც უზომოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და აქვს უფლება, რომ თავისი აზრი გამოხატოს, რა, არ აქვს ბიძინა ივანიშვილს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს?! თვითონ მიუთითა რატომ მიდიხარო? თუ რა?!“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
გაამართლა თუ არა მარგველაშვილმა ივანიშვილის იმედები, ჯაფარიძე ამბობს: „შესაძლოა ვერ გაამართალა“.
მასალის გამოყენების პირობები






