ივანიშვილმა თქვა ის, რასაც ფიქრობდა, მის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს - კახიშვილი
პოლიტიკა - 16:13, 11 Sep, 2014     4778

ექსპერტი კახი კახიშვილი, ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და გაერო-ში ქართული დელეგაციის გამგზავრებასთან არსებულ გაუგებრობას აფასებს.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში კახი კახიშვილი ამბობს, გაერო-ში წასვლის თემა განხილვის საგანი არც უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს არასწორია ამით მოსახლეობის გადაღლა.

„ასეთი საკითხებით მოსახლეობის გადაღლა არასწორია. მოსახლეობა ისედაც რთულ სოციალურ პირობებშია და ყოველდღიურად იმაზე საუბარი, თუ ვინ სად წავა და ვინ რას მოაწერს ხელს, გამაღიზიანებელია მოსახლეობისთვის. ამიტომ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს ის, რა ამოცანის წინაშეც დგას იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გაწერილია კანონმდებლობით. თუ არსებობს რაღაც საკითხები, რომელთა გადაწყვეტილების წინაც საჭიროა საკონსულტაციო ჯგუფი, სადაც პრემიერის და პრეზიდენტის წარმომადგენლები შევლენ, რომლებიც მანამდე განიხილავენ სამივლინებლო საკითხებს, რომ არ გადაღალონ მოსახლეობა აღნიშნულზე საუბრით“, - აცხადებს კახიშვილის.

რაც შეეხება ექს-პრემიერის ინტერვიუს, კახიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის რასაც ფიქრობდა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

„ბიძინა ივანიშვილი არის მოქალაქე და შეფასებებში თავისუფალია. ამას ჩვეულებრივ მოვლენად ვაფასებ, რადგან გიორგი მარგველაშვილი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი ვერ გახდებოდა პრემიერი, რომ არა ივანიშვილი და მის გარეშე ვერც საპარლამენტო უმრავლესობაში მოვიდოდნენ ისინი, ვინც დღეს არიან. მეტიც, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან მოშორება ცოტა რთული პერსპექტივა იქნებოდა. ამ ადამიანს აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში და მის სიტყვას და შეფასებას დიდი მნიშვნელობა. თქვა ის რასაც ფიქრობდა“, - აცხადებს კახიშვილი.

რაც შეეხება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ კონფლიქტს, კახიშვილის თქმით, ფაქტია, რომ მათ კარგი ურთიერთობა არ აქვთ.

„რა თქმა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს პრეზიდენტის და მთავრობის კონფლიქტი. რაც უფრო მეტი პრობლემა შეექმება ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა ეს შედის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესებში. ფაქტია, რომ მთავრობას და პრეზიდენტს კარგი მეგობრული ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა არც უნდა ჰქონდეთ. მთავარია ინსტიტუციების მუშაობა შედეგისთვის. ვის რა პიროვნული ურთიერთობა აქვს ეს მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის“, - აცხადებს კახიშვილი.

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას გიორგი მარგველაშვილი მთავრობასთან „არაჯანსაღ კონკურენციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, კონფლიქტი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. რაც შეეხება გაერო-ს სამიტზე გასამგზავრებელ დელეგაციას, ექს-პრემიერი ამბობს, რომ გაერო-ს სამიტზე წასვლა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

რაც შეეხება გაერო-ში ვიზიტს, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42