საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თემურ იაკობაშვილისათვის არაფერი უთხოვია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა კომენატრაი იმ ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად გაეროს ვიზიტის დაგეგმვაში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობდა.
"სხვათა შორის "ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც ყველას ეშინოდა ერთმანეთთან ურთიერთობის, თემურს არ ეშინოდა ჩემთან ჰქონოდა პირადი ურთიერთობა. მე ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მე თემურისთვის არაფერი მითხოვია. ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი საშუალებებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს საშუალებები იქნა განეიტრალებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა რომ იაკობაშვილი მთაწმინდაზე მისი მეზობელია და მასთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სეპციალური ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ გაეროში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა. მარგველაშვილის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ქმედებას.
მასალის გამოყენების პირობები






