იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქობულეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი დასაგმობია და მთავრობა საქართველოში რელიგიურ დაპირისპირებას არ დაუშვებს.
„რელიგიური საკულტო ნაგებობის შეურაცხყოფა ამ თუ სხვა ფორმით არის ჩვენი მუსლიმი მოქალაქეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. მინდა ეს ცალსახად დავგმო. ასევე მინდა, შევახსენო ყველა მართლმადიდებელს, რომ ეს ჩვენი ქრისტიანული კულტურის ნაწილი არაა და მთავრობა ამ ქვეყანაში რელიგიურ დაპირისპირებას არ დაუშვებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილმა ღორი დაკლა და შინაური ცხოველის თავი, მუსლიმური სასწავლებლის კარზე ჩამოკიდა. როგორც ადგილობრივებმა განმარტეს, ამ რიტუალით მათ მუსლიმური მედრესეს მშენებლობა გააპროტესტეს, რომელიც მათი თქმით, მეზობლად იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






