,,პარლამენტში მთავრობიდან წარდგენილია კანონპროექტები, რომლებიც არათუ ინსტიტუტებს (პრეზიდენტის, პარლამენტის), არამედ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტს, საბანკო და ბიზნეს სექტორის მოშლას გამოიწვევს. მხედველობაში მაქვს საბანკო საიდუმლოება.
ამ კანონროექტში წერია რომ ანგარიშის მფლობელებს არ ეცნობებათ სასამართლო რომ განიხილავს მათი ინფორმაციის საგადასახადოსთვის გადაცემის საკითხს, მათ სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება და გასაჩივრების უფლებაც კი არ აქვთო.
აი ეს მოიწონა მთავრობამ და წარადგინა პარლამენტში. იმ მთავრობამ რომელშიც იუსტიციის სამინისტრო არსებობს და რომელმაც ყველაზე კარგად იცის (უნდა იცოდეს) ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციითა და ოქმებით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოსა და საქმის მინიმუმ 2 ინსტანციის სასამართლოში განხილვის უფლება.
იუსტიციის მინისტრს უთქვამს არასდროს გავაკეთებ იმას რაც ქვეყნის ინტერესს დააზიანებსო, არადა მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. ევროსასამართლოში მუშაობდა და დავიჯერო აღარ ახსოვს სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობა? თუ ასეა საჭირო. სამაგიეროდ როგორც ჩანს ჭორებშია კომპეტენტური, ამერიკაში ვიზიტებიო, მითხრესო ... პრეზიდენტის დისკრედიტაციას რომ ცდილობს ამას ვერ ხვდება.
სხვა დროს მთავრობა საბჭოების ფორმატში მაინც განიხილავდა ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს, ეხლა კი არათუ საბჭო, არც ბიზნესასოციაცია, არც საბანკო ასოციაცია, არც ეროვნული ბანკი, არც სასამართლო, არც სახალხო დამცველი ...
არ არის ეს კარგი საქმე. ველი გამოხმაურებებსა და დისკუსიას, სანამ გვიანი არ არის. თუ არადა ეგებ პრეზიდენტმა ეხლა მაინც შეუშალოს ხელი მთავრობასა და პარლამენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება“, - წერს ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






