გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის პრემიერს შეხვდა
პოლიტიკა - 14:02, 11 Sep, 2014     988
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრს ლი კეც ანს შეხვდა.

ორი ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის განვითარების აუცილებლობასა და არსებულ პოტენციალზე, მათ შორის, სავაჭრო–ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით.

ჩინეთის პრემიერ–მინისტრმა ლი კეც ანმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

საუბარი ასევე შეეხო ჩინეთის მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი აბრეშუმის გზის პროექტს. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი აღნიშნული გლობალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოს აქტიური მონაწილეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში, რომელსაც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ზაფხულის დავოსსაც“ ეძახიან. გიორგი კვირიკაშვილმა მოხსენება გააკეთა ფორუმის ერთ-ერთი დისკუსიის დროს, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42