ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, ინტერვიუს ჯერ არ გაცნობია და ვრცელ კომენტარს ამაზე ვერ გააკეთებს.
“არ მქონია ჯერ საშუალება, რომ ინტერვიუ წამეკითხა. რომ წავიკითხავ უფრო გამიმარტივდება კომენტარის გაკეთება, თუმცა მე პირადად, პრეზიდენტს არ აღვიქვამ კონკურენტად და არ მგონია, ის აღმიქვამდეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას გიორგი მარგველაშვილი მთავრობასთან „არაჯანსაღ კონკურენციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, კონფლიქტი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. რაც შეეხება გაერო-ს სამიტზე გასამგზავრებელ დელეგაციას, ექს-პრემიერი ამბობს, რომ გაერო-ს სამიტზე წასვლა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
მასალის გამოყენების პირობები






