ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი, გარეთ ირაკლი მელოდებოდა - ფანჯიკიძის ემოციური ისტორია
სოც.მედია - 12:58, 11 Sep, 2014     3855

თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე საქართველოში მადლიერების დღის დაწესების იდეით გამოდის. ფანჯიკიძე „ფეისბუქზე“ სტუდენტობის დროინდელ ემოციურ ისტორიას იხსენებს.

„ზოგი უცხოური დღესასწაული ხომ გადმოვიღეთ? მადლიერების დღე მათ შორის ყველაზე საუკეთესოა და არავის არ მოეწონა იმდენად, რომ ჩაერთო ქართულ კულტუროლოგიაში. არადა იმ ადამიანების მიმართ მადლობის გამოხატვა, ვინც ერთი სიტყვით მეტი მაინც გაგვაგებინა ცხოვრების მანძილზე, "თვითნაბადობის" ამპარტავნებასაც აგვაშორებდა და უკეთესს გაგვხდიდა. სიკეთის ყოველი გაელვება, ყველა ღიმილი რომ დავიმახსოვროთ, თუნდაც ქუჩაში, უცნობისგან წამოსული, სრულად შევიგრძნობდით, რა კარგი რამეა ადამიანი და ცხოვრება.

ტატა თვალჭრელიძე გამახსენდა, კინომცოდნე, ულამაზესი ქალი. ძალიან საინტერესო ლექციებს გვიკითხავდა. ავად იყო და საშინელ სიცხეში უჭირდა ყოფნა.. გამოცდაზე გამოგვიცხადა, ვისაც ოთხიანი გეყოფათ, ხელი აიწიეთ და "შემეშვითო", ამბიციური ჯგუფი მყავდა, ყველა კარგად სწავლობდა, მარტო ერთი ჩიტოსანი წამოვხტი და "გამიშვით რა, ძალიან შეყვარებული ვარ, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებთქო". გარეთ ირაკლი მელოდებოდა. დამიწერა 4 და... კარი გავიხურე თუ არა, უთქვამს, "ვაიმე, ეს რა ვქენი, შეყვარებულ ადამიანს 4 როგორ დავუწერეო.." როგორც ჩანს ბევრი იდარდა, იმდენად, რომ საღამოს მამაჩემს დაურეკა და "თავს ვერ ვპატიობ, ეს რა დამემართაო" .. ))))))))))

ახალგაზრდა გარდაიცვალა .

ჯერ სკოლის, მერე ხელოვნების და ფსიქოლოგიის ჩემი პედაგოგებიდან დაწყებული, ცხოვრებაში თითო სწორი სიტყვის მთქმელი ადამიანის ჩათვლით ჩავეხუტებოდი ყველას ვინც დამეხმარა, რაღაც ადამიანისმსგავსი შემექმნა ჩემი თავისგან.

(სიზმარი უნდა გადავახვიო, გავარკვიო, რამ გამაღვიძა ასე გულაჩუყებული. დილაუთენიაა“, - წერს ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42