ბაქოში ვიზიტით მყოფი მინისტრები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურნენ. მინისტრთა კაბინეტის წვერები ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ყველა მიმართულებით იზიარებენ. ისინი აცხადებენ, რომ გაეროს დელეგაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არის შექმნილი უხერხული ვითარება და ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გაგზავნის აუცილებლობა აშშ-ში არ არის.
„ჩემი პოზიცია გარეოში ორი დელეგაციის გამგაზვრებასთან დაკავშირებით ცნობილია, მე არამხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ ღარიბი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ძვირია, არამედ სხვა უხერხულობებიდან გამომდინარე იცით, რომ ყოველთვის ვთვლიდი ორი დელეგაციის გამგზავრება არ იქნება სწორი, ასე რომ როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი იგივე შეფასებას აძლევს ამ მოვლენას, რომელსაც ვაძლევდი მე“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
„მართლაც უხერხულია ერთ ღონისძიებაზე ორი დელეგაციის ჩასვლა ქვეყნიდან, კონსტიტუციის შესაბამისად როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა არის მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებ,ა შესაბამისად მე ვფიქრობ და ლოგიკურია, რომ ისევე როგორც ბევრ საპარლამენტო ქვეყანაში დელეგაციას უნდა ხელმძღვანელობდეს პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
„მე ვერ ვიხსენებ, რომ ერთი სახელმწიფოდან ორი ოფიციალური დელეგაცია ჩასულიყო, მე ვერ ვიხსენებ, ამიტომ რეალურად ალბათ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ისეთი სახელმწიფო როგორიც არის საქართველო, უნდა ჰქონდეს ერთი ცენტრალიზებული წარმომადგენლობა და ერთი დელეგაცია“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






