წულუკიანი ადასტურებს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებულ თანამშრომლობას
პოლიტიკა - 12:19, 11 Sep, 2014     2875

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა გართულებულია.

„რამდენიმე ხანია თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებულია. პირადად მე, არასდროს, ჩემი მინისტრად ყოფნისას თუ სხვა პოზიციაზე ყოფნისას არ გავაკეთებ იმას, რაც ქვეყნის ინტერესეს დააზიანებს და რაც შეიძლება ახარებდეს „ნაცინალურ მოძრაობას“, - აცხადებს წულუკიანი.

მინისტრი ასევე ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გაცემული მაღალი პრემიები, სამარცხვინოა.

„ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ ის სამარცხვინო პრემიები რაც სასჯელაღსრულების სისტემაში გაიცა, არის პრობლემა. პრემიერის ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგია ის, რომ ვერავინ ვერასდროს ამგვარი თვითნებური პრემიების გაცემას ვერ გაბედავს. ეს იყო პრობლემა პირველი და უკანასკნელი. ამის შემდეგ მთავრობაში პრემიერის ინიციატივით პრემიების გაცემის ახალი წესი, რომელსაც ყველა საჯარო მოხელე იცავენ დიდი ზედმიწევნით“, - განაცხადა წულუკიანმა.

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას გიორგი მარგველაშვილი მთავრობასთან „არაჯანსაღ კონკურენციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, კონფლიქტი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. რაც შეეხება გაერო-ს სამიტზე გასამგზავრებელ დელეგაციას, ექს-პრემიერი ამბობს, რომ გაერო-ს სამიტზე წასვლა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42