შსს-ში ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფები ექსპერტებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 12:09, 11 Sep, 2014     690

შსს-ში გაიმართა შეხვედრა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციულ-ბირთვული სამუშაო ჯგუფების წევრებსა და გაეროს დანაშაულისა და სამართლის კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) ექსპერტებს შორის ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვის მიზნით. საერთაშორისო ექსპერტთა ვიზიტი ევროკავშირის ინიციატივის - „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია პარტნიორი ქვეყნების ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაუმჯობესება, მათ შორის, ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის მხარდაჭერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე უწყებაა და ქვეყნის ქბრბ საფრთხეების შემცირების სფეროში წამყვანი როლი აკისრია. ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველო, თავისი ევროატლანტიკური კურსიდან გამომდინარე, აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ნატო-სთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაერო-სთან აღნიშნულ სფეროში და საკუთარი წვლილი შეაქვს ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, სადაც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები შესაბამისი საფრთხეების პრევენციის, გამოვლენის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულებით. სამოქმედო გეგმის პროექტში ასევე ხაზგასმულია ქბრბ საფრთხეების შემცირების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები. უწყებათშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრები და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ექსპერტები, განხილვის შედეგად შეთანხმდებიან სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე, რომელიც უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42